ისრაელის საელჩო საქართველოში    
 
  Select Your Language:  
 
 
Tbilisi, Georgia - Ticker
განცხადებები
19 იანვარი, 2012
გაცნობებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩო და საკონსულო საქართველოში დაკეტილი იქნება.

2011
მაშავის ცენტრი აქვეყნებს ახალ კურსებს

25 იანვარი, 2011
ისრაელის საელჩო საქართველოში გადავიდა შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის ქუჩა 154. ტელეფონი: 2 556 500

     
  Advanced search
  Search Tips
 
Home Page
 
Israel Missions
Homepage
 
Our bookmarks
 
Feedback
 
Ministry of Foreign
Affairs (English)
 
Ministry of Foreign
Affairs (Hebrew)

 
Tbilisi, Georgia - Home Page Add-Ons

ისრაელმა გაეროში ღაზას სექტორიდან ნასროლ ჭურვებთან დაკავშირებით საჩივრის წერილი შეიტანა

6 იანვარი, 2012

(Click to enlarge)

ელჩი ჰაიმ ვაქსმანი: „მინდა, კიდევ ერთხელ მივაპყრო თქვენი ყურადღება უწყვეტ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც ღაზას სექტორიდან ხორციელდება და ისრაელის სამხრეთში მცხოვრებ მილიონ მოქალაქეს საფრთხეს უქმნის. გასულ კვირას, 2012 წლის 1 იანვარს ღაზას სექტორიდან ეშკოლის მახლობლად მდებარე ფერმისკენ თეთრი ფოსფორის შემცველი ორი ჭურვი იქნა გამოტყორცნილი. მხოლოდ გასულ თვეში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ორმოცზე მეტი ბომბი ჩამოვარდა“.


იერუსალიმის მარათონი 2012: რეგისტრაცია დაწყებულია
3 იანვარი, 2012
(Click to enlarge)
იერუსალიმის პირველი მარათონი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასობით მორბენალმა 2012 წლის 16 მარტს იერუსალიმში დაგეგმილი მეორე მარათონისთვის მზადება დაიწყო.  რეგისტრირებულ მონაწილეთა შორის ინდონეზიის, ტრინიდადის და რიბაგოს, სინგაპურის, ჩინეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და, რასაკვირველია, ისრაელის წარმომადგენლები არიან.

 

მორბენლებს 2012 წლის იერუსალიმის მარათონის სამ სახეობაში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ. მსურველებს სრული, ნახევარი და 10 კილომეტრიანი დისტანციების დაფარვა შეეძლებათ. ადრეული რეგისტრაცია 15 იანვრამდე გაგრძელდება. ამ დროისათვის 40 ქვეყნის 500–ზე მეტმა მოქალაქემ უკვე გამოიყენა დაბალი გადასახადით რეგისტრაციის საშუალება და მარტის ერთ–ერთ ყველაზე დიდ მოვლენაში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

 

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მარათონში მონაწილეობის მისაღებად ისრაელში 1 000–ზე მეტი ადამიანი ჩამოვა, რომელთაგან 600, სავარაუდოდ, 42–კილომეტრიან დისტანციაზე იასპარეზებს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იერუსალიმის მარათონის ოფიციალურ საიტს ეწვიოთ.


პრემიერ მინისტრი ნათანიაჰუს სპეციალური ელჩი, იცხაკ მოლჩო პალესტინელებთან მოლაპარაკებას გამართავს

3 იანვარი, 2012

(Click to enlarge)

დღეს ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნათანიაჰუს სპეციალური ელჩი, იცხაკ მოლჩო ამანში, მეფე აბდულა მეორისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით გამართულ „კვარტეტის“ შეხვედრას დაესწრება.

 

„მეფე აბდულა II–სა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნასერ ჯუდეჰს ისრაელისა და პალესტინური მხარეების მოწვევისთვის მადლობას ვუხდით“, – განაცხადა ეროვნული საინფორმაციო დირექტორატის უფროსმა, დოქტორმა იოაც ჰენდელმა.


ისრაელელმა არქეოლოგებმა იერუსალიმის ტაძრის დროინდელი ბეჭედი აღმოაჩინეს
(Click to enlarge)

იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში, გოდების კედელთან ისრაელელმა არქეოლოგებმა 2 ათასი წლის წინანდელი თიხის რიტუალური დამღის ბეჭედი აღმოაჩინეს. მონეტის სიდიდის მქონე ბეჭედზე არამეულ ენაზე შესრულებული წარწერა იკითხება: „წმინდა, უფლისთვის“.

 

გათხრების ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ხაიფას უნივერსიტეტის პროფესორი რონი რეიხის აზრით, არტიფაქტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 100 – 70 წლით თარიღდება და მას ებრაელები, სავარაუდოდ, ცხოველებზე დამღის დასასმელად იყენებდნენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იგი რომაელების მიერ ებრაელთა აჯანყების ჩახშობისა და მეორე ტაძრის განადგურების პერიოდს მიეკუთვნება.

 

აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებული აღმოჩენები არცთუ მრავალრიცხოვანია, რაც ტაძრის გორის პოლიტიკურ–რელიგიური მნიშვნელობით აიხსნება. საქმე ისაა, რომ ეს ტერიტორია როგორც იუდეველების, ასევე მუსულმანებისთვის წმინდა ადგილად მიიჩნევა და, შესაბამისად, იქ გათხრების ჩატარება აკრძალულია.

 

პროფესორი რეიხი დასძენს, რომ დამღა „პირველი არქეოლოგიური დასტურია იმისა, რომ ტაძარში მსხვერპლთშეწირვა ხდებოდა“. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ რეგიონში გათხრების ჩატარების საშუალება მომავალშიც მიეცემათ.


საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი იცხაკ გერბერგის ხანუქის მილოცვა

ძვირფასო მეგობრებო,

ხანუქა სინათლის ებრაული დღესასწაულია, სინათლე კი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, ძლიერი ნების, თავისუფლებისა და სამართლიანობის სიმბოლოა. საქართველოში მცხოვრები ებრაელები ხანუქას 26 წელიწადია, აღნიშნავენ. ამ ქვეყანაში ებრაელებს არასდროს უგრძვნიათ ანტისემიტიზმის მარწუხები და ქართველი ძმებისგან ყოველთვის ჰქონდათ  ბოძებული რელიგიის თავისუფლება.

 

ისრაელის მთავრობისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს სახელით, მინდა, ყველას ხანუქის დღესასწაული მოგილოცოთ და ბედნიერება გისურვოთ.


თელ ავივში ფრიდრიხ მეორის უნიკალური არაბული ფილა აღმოაჩინეს
(Click to enlarge)

უნიკალური არაბული წარწერის მქონე ფილა, რომელზეც „წმინდა რომაელი იმპერატორის“, ფრიდრიხ II–ის სახელია ამოტვიფრული და „უფალი იესო ქრისტეს, მესიას ინკარნაციიდან 1229“ წლით არის დათარიღებული, ახლახან იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორებმა, მოშე შარონმა და ამი შრაგერმა გაშიფრეს.

 

800 წლის ქვა წლების წინ თელ ავივის ერთ–ერთი შენობის კედელში ჩაატანეს, მანამდე კი იგი იაფოს გალავანში იყო ჩაშენებული. არქეოლოგების ცნობით, ფრიდრიხ II მეექვსე ჯვაროსნულ ლაშქრობას მეთაურობდა (1228–1229), იაფოს კედლების გასამაგრებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბრძანა, გალავანში მისი სრული ტიტულატურით დამშვენებული ორი ფილა ჩაეყოლებინათ. ერთი მათგანი ლათინურად უნდა ყოფილიყო შესრულებული, მეორე კი – არაბულად.

 

ლათინური ფილისგან მხოლოდ ნატეხია შემორჩენილი და იგი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაშიფრეს, ნაწერის არაბული ასლის წყალობით კი სრული ტექსტის გაგება იქნება შესაძლებელი.

 

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტი ფრიდრიხ მეორის ერთადერთი არაბული წარწერაა. ამავდროულად, იგი ერთადერთი ჯვაროსნული ნაწერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არაბულ ენზეა შესრულებული.


ოთხი ქართველი სპეციალისტი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ისრაელში გაემგზავრება
3 ნოემბერი, 2011
(Click to enlarge)

ხუთშაბათს, 3 ნოემბერს ისრაელის საელჩოში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგის თემა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის („მაშავის“) მიერ ორგანიზებული კურსები იყო, რომლებზე დასასწრებადაც ნოემბერში ისრაელში 4 ქართველი სპეციალისტი გაემგზავრება. ორი მათგანი სოფლის მეურნეობის კურსებს გაივლის, დანარჩენები კი ცოდნას სამედიცინო დარგში აიმაღლებენ. მონაწილეებს ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იცხაკ გერბერგმა ვიზები გადასცა.

„დიდი სიამოვნებით ვულოცავ ქართველ პროფესიონალებს, რომლებიც წყლის მენეჯმენტისა და სამედიცინო კურსებზე დასასწრებად ისრაელში გაემგზავრებიან. მოგეხსენებათ, ისრაელი სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის დარგში მაღალგანვითარებული ქვეყანაა და მოხარული ვარ, რომ ქართველ მონაწილეებს ისრაელის გამოცდილების უკეთ გაცნობის საშუალება მიეცემათ, მითუფრო, რომ ეს ორი დარგი დღესდღეობით საქართველოს პრიორიტეტებად მიიჩნევა. ზემოხსენებული კურსები მხოლოდ ორია იმ უამრავთაგან, რომლებიც ისრაელში ტარდება. საერთაშორისო განვითარების სააგენტო „მაშავისა“ და ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული კურსები ისრაელის მხრიდან საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, – განაცხადა ბატონმა გერბერგმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა („მაშავი“) 1958 წლიდან ფუნქციონირებს, საქართველოში კი ისრაელის საელჩოს დაარსების დღიდან მუშაობს. მისი საქმიანობის  ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სპეციალისტებს, კვალიფიკაცია აიმაღლონ ისრაელის წამყვან სასწავლო დაწესებულებებში, რათა მათ შეძენილი ცოდნა კოლეგებს გაუზიარონ, რაც ქვეყნის შენებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

„მაშავის“ პროგრამა მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, მათ შორის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, სოფლის მეურნეობას, განათლებას და საზოგადოებრივ განვითარებას, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას და ლიდერი ქალის როლს საზოგადოებაში.

„მაშავის“ კურსები 1993 წლიდან დღემდე 700–მდე ქართველ სპეციალისტს აქვს გავლილი.

კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „მაშავის“ ვებ–გვერდი:

 

http://tbilisi.mfa.gov.il/mfm/web/main/document.asp?SubjectID=18049&MissionID=98&LanguageID=0&StatusID=0&DocumentID=-1


ისრაელი იცხაკ რაბინს იხსენებს
9 ნოემბერი, 2011
(Click to enlarge)

დღეს, 9 ოქტომბერს (ებრაული კალენდრით 12 ჰეშვანი) ისრაელი მეხუთე პრემიერ მინისტრის, იცხაკ რაბინის მკვლელობის 16 წლისთავს აღნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ 1994 წელს რაბინმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, 1995 წლის 4 ნოემბერს კი ისრაელელმა მემარჯვენე რადიკალმა იგალ ამირმა იგი ოსლოს შეთანხმებაზე ხელის მოწერის გამო სიცოცხლეს გამოასალმა.


ტერორისტები ისრაელს ბომბავენ
30 ოქტომბერი, 2011
(Click to enlarge)
ისრაელელი პოლიციელები გან იავნეში ჩამოვარდნილი ჭურვის ნარჩენებს იღებენ (ფოტო: როიტერი)

პალესტინელი ტერორისტები ახალ სამხედრო დანაშაულს სჩადიან და ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. 29 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით 38 რაკეტა იქნა გამოსროლილი, რომელთა შორის 18 გრადის ტიპისაა.  დაბომბვის სამიზნეები გახდა აშდოდი (მოსახლეობა – 200 000), აშკელონი (მოსახლეობა – 113 000), გან იავნე (მოსახლეობა – 19 000) და ეშკოლის რეგიონული საბჭო. ტერორისტულ შეტევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. დაზიანდა რამდენიმე შენობა, რომელთა შორის სკოლაცაა.

 „დაიღუპება ნებისმიერი, ვინც ისრაელს დაესხმება თავს. ეს პრინციპი ედო საფუძვლად შაბათს განხორციელებულ საჰაერო შეტევას.  „ცაჰალის“ შედეგად ლიკვიდირებულ იქნა დაჯგუფება, რომელიც ისრაელის ქალაქებზე შეტევას უწევდა ორგანიზებას. გაირკვა, რომ ეს სწორედ ის დაჯგუფება იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გან იავნეს ბომბავდა. ისლამური ჯიჰადის წინააღმდეგ წერტილოვანი შეტევა განვახორციელეთ. პასუხად, მათ ისრაელის დასახლებული პუნქტების მიმართულებით რაკეტები გამოუშვეს. „ცაჰალს“ ისლამური ჯიჰადის კიდევ ხუთი წევრი ემსხვერპლა. ისრაელის საწინაააღმდეგო ქმედებების აღმოსაფხვრელად ძალებს არ დავიშურებთ, ხოლო, მათ, ვინც ჩვენი ქალაქების დაბომბვას გაბედავს, საკადრის პასუხს გავცემთ. ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს“, – განაცხადა ბენიამინ ნათანიაჰუმ.

 საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა კი ბოსნია–ჰერცოგოვინაში ვიზიტის დროს აღნიშნა:

„პალესტინელებთან ურთიერთობის დაძაბვა და სიტუაციის ესკალაცია არ გვინდა, მაგრამ დაბომბვებს უპასუხოდ ვერ დავტოვებთ.  სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, მეზობელი ქვეყნების,  საერთაშორისო საზოგადოებისა და პალესტინის ხელისუფლების ჩარევით შეტევა დღესვე დასრულდება“.


ისრაელმა თურქეთის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
27 ოქტომბერი, 2011
(Click to enlarge)

ფოტო: მობილური სახლების ჩატვირთვა ბენ–გურიონის აეროპორტში (როიტერი)

27 ოქტომბერს ისრაელის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ანკარაში დაეშვა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ 7 მობილური სახლი, თბილი ტანსაცმელი, ლეიბები და საბნები თურქეთის მთავრობის თხოვნის შემდეგ გაგზავნა. 23 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთში საჭიროების მიხედვით გაიგზავნება.

„ამ რთულ დროს თურქეთს გულწრფელად ვთავაზობთ დახმარებას, – განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ, – თურქეთს წარსულშიც დავდგომივართ გვერდით, ისინი კი კარმელის მთაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში გვეხმარებოდნენ. მეზობლები სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ“.

ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა კი თურქ კოლეგასთან, აბდულა გიულთა საუბარში ბუნებრივი კატასტროფის  შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარება გამოთქვა:

„მე ვსაუბრობ როგორც ადამიანი, ებრაელი და ისრაელელი, რომელსაც ახსოვს ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული კავშირები. ისრაელის სახელმწიფო მზადაა, თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს“, – აღნიშნა მან.